ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.

ბუღალტერია ზუსტი მეცნიერებაა და იგი ზუსტად უნდა ასახავდეს კომპანიის სამეურნეო საქმიანობას. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ხდება, რომ სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისგან. ასეთი უზუსტობების აღმოჩენა კი მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

მრავალი კოპანიისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებები საოპერაციო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კომპანიის ხელმძვანელობისათვის გადამწყვეტია სრული, დროული და ზუსტი ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვის მიზნით. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ გთავაზობთ ინვენტარიზაციას:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებების რეალური რაოდენობის დათვლას;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგები) ან/და ძირითადი საშუალებების ადგილზე დათვალიერებასა;

ინვენტარიზაციის შედეგების შედარების აღრიცხულ ინფორმაციასთან და სხვაობების გამოვლენას;

 

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარიზაცია:

  • წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
  • ქონების ფაქტიური რაოდენობის განსაზღვრისთვის;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
  • ძირითადი საშუალების გადაფასების დროს;
  • დანაკლისისა და დანაკარგის გამოსავლენად.


საჭიროებთ დახმარებას?
დაგვირეკეთ დღეს!

AI Advisor

IGAL-ის AI მრჩეველი არის ჭკვიანი ჩატბოტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ორიენტირდეთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებში. მიღებაში. უბრალოდ დაუსვით კითხვა – სისტემა მოძებნის შესაბამის მუხლებს და მოგაწვდით მოკლე, სტრუქტურირებულ განმარტებას.