მიზნები გვაერთიანებს
მიზნები გვაერთიანებს

მიზნები გვაერთიანებს

კომპანია „იგალ – IGAL“ არის პროფესიული მომსახურების კომპანია, რომელიც აერთიანებს აუდიტს, ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო და იურიდიულ კონსალტინგს და თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტებს. თითქმის ორი ათწლეულია ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე და ვეხმარებით ბიზნესებს, რომ მიიღონ უფრო ზუსტი ფინანსური სურათი, იმოქმედონ კანონთან სრულ შესაბამისობაში და განვითარდნენ უსაფრთხოდ და გონივრულად.

ჩვენთვის კომპანია მხოლოდ სახელწოდება და ლოგო არ არის, ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის ბიზნესზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საჯარო და კერძო სექტორში გამოცდილი სერტიფიცირებული აუდიტორებით, ფინანსური მენეჯერებით, სერტიფიცირებულ შემფასებლებითა და იურისტებით, რომელთაც აქვთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტების პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი მისიაა, ბიზნესის განვითარებაში სანდო პარტნიორი ვიყოთ.

ეს ნიშნავს, რომ: ვეხმარებით კომპანიებს იმუშაონ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში;

ვაქცევთ ფინანსურ მონაცემებს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლად და არა მხოლოდ ფორმალურ ანგარიშებად;

ვაძლევთ მენეჯმენტს იმ ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიღების საშუალებას, რომელიც რეალურად ცვლის ბიზნესის ყოველდღიურობას.

ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანად ჩატარებული აუდიტი, გამართული ბუღალტერია და კარგად დაგეგმილი საგადასახადო პოლიტიკა არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ ზრდის ინსტრუმენტიც.

ჩვენი ხედვა: ვიცით, რომ ბიზნესი სწრაფად იცვლება. იცვლება რეგულაციები, ტექნოლოგიები, მოლოდინები. ჩვენი ხედვაა, რომ IGAL იყოს:

  • სანდო სტანდარტი პროფესიულ მომსახურებაში საქართველოში და რეგიონში;
  • პლატფორმა, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური ექსპერტიზა ერთიანდება;
  • გარემო, სადაც კლიენტი იღებს არა მხოლოდ ტექნიკურ პასუხს, არამედ სტრატეგიულ მხარდაჭერას.


ჩვენი ღირებულებები -ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაფუძნებულია რამდენიმე ძირითად პრინციპზე:

  • პასუხისმგებლობა: ვიღებთ სერიოზულად ყოველი ანგარიშის, დასკვნისა და რჩევის შედეგს.
  • პროფესიონალიზმი: ვმუშაობთ საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად; მუდმივად ვვითარდებით და ვსწავლობთ.
  • გამჭვირვალობა და ეთიკა: ჩვენი ურთიერთობა კლიენტთან აშენებულია ნდობაზე, სამართლიანობაზე და ღიაობაზე.
  • პარტნიორობა: კლიენტს არ ვუყურებთ როგორც ერთჯერად პროექტს; ჩვენთვის ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა.
  • კონფედენციალურობა:ვიღებთ პასუხისმგებლობას კონფედენციალორობის სრულ დაცვაზე.
  • ინოვაციურობა: ვეძებთ გამოსავალს, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და არ ვჯერდებით ძველ, ინერციულ მიდგომებს.
  • განვითარება: როგორც ჩვენი გუნდის, ისე ჩვენი კლიენტების მიზანია პროგრესი; ამას მივაღწევთ სიღრმისეული ცოდნითა და სტაბილური ფინანსური საფუძვლით.

საერთაშორისო პარტნიორობა: IGAL არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო სივრცეშიც მოქმედებს:

  • 2024 წლიდან ვართ IR GLOBAL-ის ოფიციალური წევრი და წარმომადგენელი საქართველოში მრავალპროფილური პროფესიული მომსახურების ქსელის, რომელიც წარმოდგენილია 120 ქვეყანაში 850 ოფისით.
  • 2025 წლიდან ვართ ETL GLOBAL-ის პარტნიორი საქართველოში ქსელის, რომელიც შედის მსოფლიოს გლობალური ქსელების ტოპ 20-ში.

ყოველივე ეს გვაძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ მსოფლიო დონის გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკა, უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და ტრანსსასაზღვრო ბიზნესების მხარდაჭერა.

ჩვენი გუნდი

გაიცანით ჩვენი გუნდი