კომპანიის დაარსება
2007 წელს კომპანია დაფუძნდა სახელწოდებით „მ&მ აუდიტი“.
ეს იყო ჩვენი ისტორიის დასაწყისი: მცირე გუნდი, დიდი ამბიციებით და ერთი მკაფიო ამოცანით: შეგვექმნა სერვისი, რომელიც აუდიტს და ბუღალტერიას არა მხოლოდ „ფორმალურ ვალდებულებად“, არამედ ბიზნესის მართვის ინსტრუმენტად აქცევდა. ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობდით ადგილობრივ კომპანიებთან სხვადასხვა სექტორიდან და ვაგებდით რეპუტაციას როგორც სანდო და პასუხისმგებელ პარტნიორი.
კომპანიის ზრდა და განვითარება
2011–2021 წლებში კომპანია დინამიურად იზრდებოდა არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხითაც. ამ პერიოდში ეტაპობრივად დავაგროვეთ ყველა აუცილებელი რესურსი , როგორც ადამიანური კაპიტალი, ისე ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რაც გვაძლევდა საშუალებას, კლიენტებისთვის შეგვეთავაზებინა პროფესიული მომსახურების ფართო სპექტრი:
- ამ წლებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი პროფესიული გამოცდილება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეგვიქმნა გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კლიენტებთან. დღეს ამ კომპანიებიდან მრავალი გვრჩება არა მხოლოდ როგორც მომსახურების მიმღები, არამედ როგორც პარტნიორი, რომელიც IGAL-ს ხედავს თავისი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მხარდამჭერად.
ახალი სამუშაო სივრცე და ოფისი
2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განახლება განახორციელა, შევიძინეთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო სივრცე. ახალ ოფისთან ერთად:
- შევქმენით უფრო კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი გუნდისთვის;
- მოვახდინეთ შიდა პროცესების მოდერნიზაცია – ტექნიკური აღჭურვილობა, პროგრამული სისტემები, დოკუმენტბრუნვა;
- უკეთეს პირობებში გადავიყვანეთ როგორც თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პირობები, ისევე კლიენტებთან შეხვედრები და კომუნიკაცია.
ეს ნაბიჯი ჩვენი ისტორიის იმ ეტაპს აღნიშნავს, სადაც კომპანია უკვე
სტაბილური ზრდის ფაზაში შედის და კიდევ უფრო ამყარებს თავის პოზიციას ბაზარზე.

