კონსულტაცია – გადაწყვეტილებები, რომლებიც ციფრებს სცდება

IGAL–ში კონსულტაცია მხოლოდ „რჩევა“ არ არის – ეს არის პროცესი, სადაც თქვენი ბიზნესის რეალურ სურათს ვხედავთ რიცხვებს მიღმა და გეხმარებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გავლენას ახდენს მოგებაზე, რისკებზე და მომავალ განვითარებაზე.

ჩვენი მიზანია, რომ მენეჯმენტს ჰქონდეს გაჯერებული, მონაცემებზე დაყრდნობილი სურათი: რა რისკებს ატარებს არსებული მოდელი, სად არის შეუმჩნეველი შესაძლებლობები და როგორი სტრუქტურა იქნება ოპტიმალური როგორც ფინანსურად, ისე საგადასახადო კუთხით და სამართლებრივად.

რას მოიცავს IGAL-ის კონსულტაცია?

ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული:

1. საგადასახადო კონსულტაცია და დაგეგმვა

  • არსებული საგადასახადო პოზიციების ანალიზი;
  • ოპერაციებისა და ხელშეკრულებების შეფასება საგადასახადო რისკების კუთხით;
  • ბიზნესის სტრუქტურის (კომპანიები, ფილიალები, ჰოლდინგები) საგადასახადო ეფექტიანობის შეფასება;
  • საგადასახადო დაგეგმვა - ოპტიმალური გზის მოძებნა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
  • კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან – კონკრეტულ საკითხებზე პოზიციის ჩამოყალიბება, საჭიროების შემთხვევაში.

2. ფინანსური კონსულტაცია და ბიზნეს ანალიზი

  • ფინანსური შედეგების და ანგარიშგების ანალიზი - რა სურათს გვაჩვენებს  რეალურად ციფრები;
  • ფულადი ნაკადების მიმოხილვა და პრობლემური ზონების ამოცნობა;
  • ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის პროცესის დანერგვა/გაძლიერება;
  • ინვესტიციების, პროექტებისა და ახალი მიმართულებების ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება.

3. კორპორაციული სტრუქტურა და რესტრუქტურიზაცია

  • იურიდიული და საწარმოო სტრუქტურის შეფასება („როგორ არის აწყობილი ბიზნესი შიგნიდან“);
  • რესტრუქტურიზაციის სქემების შემუშავება (გაყოფა, გაერთიანება, ჰოლდინგის შექმნა და სხვ.);
  • რისკებისა და სარგებლის შეფასება სამართლებრივ, საგადასახადო და ფინანსურ ჭრილში;
  • პარტნიორებთან, ინვესტორებთან ან მენეჯმენტთან შეთანხმების პროცესის მხარდაჭერა.

4. იურიდიული მხარდაჭერა ფინანსურ–საგადასახადო საკითხებში

  • ხელშეკრულებების და ოპერაციების ანალიზი საგადასახადო და ფინანსური რისკების ჭრილში;
  • რეგულაციების და შესაბამისობის (compliance) შეფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში, იურისტებისა და აუდიტორების ერთობლივი ჩართულობა „ერთი გუნდის“ პრინციპით.


როგორ ვმუშაობთ?

ჩვენთვის კონსულტაცია ერთჯერადი პასუხი კი არა, პროცესია. როგორც წესი, ვმუშაობთ შემდეგი ნაბიჯებით:

1 გასაუბრება და საჭიროებების დადგენა

  • ვისმენთ თქვენს ბიზნესის მოდელს, მიზნებს და სირთულეებს;
  • ვსვამთ შესაბამის შეკითხვებს, რომ პრობლემის არსში შევიდეთ – არა მხოლოდ სიმპტომში.

2 მონაცემების და დოკუმენტების ანალიზი

  • ვსწავლობთ ფინანსურ ანგარიშგებას, ხელშეკრულებებს, შიდა პოლიტიკებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ვიკვლევთ წინა წლების პრაქტიკასაც.

3 ალტერნატივების შემუშავება

  • ვადგენთ რამდენიმე შესაძლო სცენარს – არსებულის შენარჩუნებიდან დაწყებული, რესტრუქტურიზაციით დასრულებული;
  • თითოეულ ვარიანტზე ვაჩვენებთ შედეგებს: რისკები, საგადასახადო ეფექტი, ფინანსური ზემოქმედება.

4 რეკომენდაცია და გადაწყვეტილების მხარდაჭერა

  • ვაძლევთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს – არა მხოლოდ თეორიულ ხედვას;
  • საჭიროების შემთხვევაში ვესწრებით მენეჯმენტის შეხვედრებს, ინვესტორებთან ან ბანკებთან მოლაპარაკებებს.

5 განხორციელების ეტაპი

  • დახმარება ცვლილებების პრაქტიკულ დანერგვაში (შიდა პროცესები, დოკუმენტები, აღრიცხვა);
  • შემდგომი მონიტორინგი – როგორ მუშაობს ახალი მოდელი და საჭიროა თუ არა კორექტირება.


ვისთვის არის ჩვენი კონსულტაცია?

IGAL-ის კონსულტაცია განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც უკვე გაიზარდნენ და სჭირდებათ სტრუქტურიზაცია და წესრიგი;
  • სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თავიდანვე შექმნან ჯანმრთელი საგადასახადო და ფინანსური მოდელი;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან, ინვესტორებთან ან ჯგუფებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის;
  • მფლობელებისთვის და დირექტორებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და სჭირდებათ მოკლე, გასაგები, მაგრამ სიღრმისეული სურათი.

რატომ IGAL-ის კონსულტაცია?

  • ვუთავსებთ აუდიტორულ, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ ხედვას – ანუ სურათს არ ვუყურებთ მხოლოდ ერთ კუთხიდან;
  • გვაქვს თითქმის ორი ათწლეულის გამოცდილება სხვადასხვა სექტორში;
  • ვართ IR GLOBAL-ის და ETL GLOBAL-ის ქსელების ნაწილი, რაც გვაძლევს საერთაშორისო პრაქტიკაზე წვდომას;
  • ვმუშაობთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორად, და არა უბრალოდ „შეკითხვაზე პასუხის გამცემად“.