IGAL AI მრჩეველი, სწრაფი გზამკვლევი საგადასახადო კოდექსში
IGAL-ის AI მრჩეველი არის ჭკვიანი ჩატბოტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ორიენტირდეთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებში. მიღებაში. უბრალოდ დაუსვით კითხვა – სისტემა მოძებნის შესაბამის მუხლებს და მოგაწვდით მოკლე, სტრუქტურირებულ განმარტებას.
როგორ მუშაობს?
- წერს პასუხებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე დაყრდნობით
- გთავაზობთ როგორც დაკონკრეტებულ მუხლებს, ისე მოკლე ახსნას
- მუშაობს 24/7.
ვისთვის არის?
- ბუღალტრებისთვის და ფინანსური მენეჯერებისთვის
- ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფი ორიენტირება საგადასახადო კანონმდებლობაში
- იურისტებისთვის და საგადასახადო კონსულტანტებისთვის
- სტუდენტებისთვის, ვისაც სჭირდება კოდექსის უკეთ გაგება პრაქტიკული მაგალითებით
რას არ ცვლის?
- წინამდებარე კონსულტაცია მომზადებულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის. ის არ წარმოადგენს იურიდიულ დასკვნას, ოფიციალურ საგადასახადო განმარტებას, გარანტიას კონკრეტულ შედეგზე ან IGAL-ის ოფიციალურ პოზიციას.
- თუ მიღებული პასუხი თქვენთვის ბუნდოვანია ან თუ წარმოგეშვებათ კითხვები პასუხთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე;
- თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ მიღებულ პასუხზე პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენმა კომპანიამ, რომელიც დაზღვეული იქნება პროფესიული დაზღვევის პოლისით (აგრერირებული ლიმიტი 5 000 000 ლარი, ლიმიტი ერთ შემთხვევაზე 300 000 ლარი), დაგვიკავშირდით კომპანიის საკონტაქტო ტელეფონზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). შენიშვნა: ასეთი მომსახურების მიღება ფასიანია.

