რა განსხვავებაა მუდმივ თანამშრომელსა და ფრილანსერს შორის

რა განსხვავებაა მუდმივ თანამშრომელსა და ფრილანსერს შორის

რა განსხვავებაა მუდმივ თანამშრომელსა და ფრილანსერს შორის

ხანდახან რთულია განსაზღვრა, რა ტიპის დასაქმებული ურჩევნია კომპანიას ამა თუ იმ პოზიციაზე- მუდმივი თანამშრომელი თუ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული სპეციალისტი. ამ ორს შორის გარკვეული იურიდული სხვაობები არსებობს, რისი ცოდნაც აუცილებელია.

დასაქმებულის სტატუსი ზეგავლენას ახდენს დასაქმებულის სარგებლის, გადასახადებზე, ვალდებულებებზე და სხვა ასპექტებზე. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ რა განსხვავებაა, სანამ თანამშრომლობის ტიპს გადავწყვეტთ.

რას გულისხმობს მუდმივი თანამშრომელი- ეს არის პირი, რომელიც მუშაობს ნახევარ ან სრულ განაკვეთზე დასაქმების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აღწერს მის უფლება-მოვალეობებს. ამ შემთხვევაში, თქვენ მეტი კონტროლი გაქვთ მისი მუშაობის ფორმასა და ხარისხზე, აძლევთ მიმართულებას თუ რა სახით გსურთ სამუშაო შესრულებული. ასევე, შეგიძლიათ შეთანხმდეთ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ თქვენი კომპანიისთვის იმუშავებს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის დადგენილი თანამშრომლობის კანონი და რეგულაცია, რაც ქვეყანაში არსებობს. ამ ნაწილში IGAL-ის პროფესიონალი იურისტი დაგეხმარებათ.

რას გულისხმობს დამოუკიდებელი თანამშრომელი, იგივე ფრილანსერი- ფრილანსერი, მუშაობს ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც წესი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. თქვენ შეგიძლიათ მას დაავალოთ კონკრეტული ამოცანა, დაუსახოთ დედლაინი და სამუშაო მითითებები, თუმცა მასზე გაცილებით ნაკლები კონტროლი გაქვთ, მას ვერ ეტყვით დღის რომელ მონაკვეთში, რა ადგილმდებარეობიდან იმუშაოს. ასევე, ის ვერ იქნება თქვენი ექსკლუზივი. მას, როგორც წესი, გააჩნია საკუთარი აღჭურვილობა სამუშაოს შესასრულებლად. ფოტოგრაფის შემთხვევაში-ფოტოაპარატი, დიზაინერის- შესაბამისი მონაცემების მქონე კომპიუტერი და ა.შ. მასთან თქვენ ნაკლები საგადასახადო ვალდებულებები გაქვთ, ასევე ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს ჯანმრთელობის ან სხვა სახის დაზღვევას.

ალბათ გსურთ გადაწყვიტოთ, რომელი შეესაბამება თქვენს კომპანიას. ჩვენ გირჩევთ გყავდეთ მუდმივი თანამშრომელი თუ:

ითანამშრომლეთ ფრილანსერთან თუ:

ამ ორი თანამშრომლობის ტიპის მცდარი კლასიფიკაციამ შესაძლოა იურიდიული პრობლემა შექმნას. ჩვენი ჯგუფი კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის თანამშრომლობის ტიპის შერჩევასა და სამართლებლივი ხელშეკრულების შექმნაში.