იურიდიულ ფირმა TB Legal

იურიდიულ ფირმა TB Legal

სამართლებრივ საკითხებზე IGAL თანამშრომლობს იურიდიულ ფირმა TB Legal-თან, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს საქართველოში სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს.


TB Legal-ის საქმიანობა ორიენტირებულია ბიზნესის რეალურ და პრაქტიკულ საჭიროებებზე. ფირმა ეხმარება კლიენტებს სამართლებრივი რისკების გააზრებაში, მართვასა და იურიდიულად გამართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.


TB Legal-ის სპეციალიზაციის ძირითადი მიმართულებები

1.   სახელშეკრულებო სამართალი

ფირმა ამზადებს და სამართლებრივად აანალიზებს ხელშეკრულებებს, მონაწილეობს მოლაპარაკებებში, აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და წარმოადგენს კლიენტებს სახელშეკრულებო დავებში.

2.   საკორპორაციო სამართალი

ფირმა ეხმარება კლიენტებს კომპანიის დაფუძნებაში, კორპორაციული მართვის ორგანიზებაში, პარტნიორთა ურთიერთობების მოწესრიგებასა და წილებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელებაში; ასევე უზრუნველყოფს ბიზნესის მიმდინარე სამართლებრივ მხარდაჭერას.

3.   სახელმწიფო შესყიდვები

ფირმა უზრუნველყოფს ტენდერებში მონაწილეობის სამართლებრივ მხარდაჭერას, აფასებს სატენდერო პირობებსა და გადაწყვეტილებებს, ამზადებს საჩივრებს და წარმოადგენს კლიენტებს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში.

4.   კონკურენციის სამართალი

ფირმა გასცემს კონსულტაციებს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონცენტრაციების კონტროლის საკითხებზე, აფასებს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და წარმოადგენს კლიენტებს სააგენტოსა და სასამართლოში.

5.   ენერგეტიკის სამართალი

ფირმა უზრუნველყოფს ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას, გასცემს კონსულტაციებს სექტორული რეგულირების, ლიცენზიებისა და ნებართვების საკითხებზე, ამზადებს ხელშეკრულებებს და წარმოადგენს კლიენტებს მარეგულირებელ ორგანოებთან.

6.   უძრავი ქონება და რეგისტრაცია

ფირმა ახორციელებს უძრავი ქონების სამართლებრივ შემოწმებას, უზრუნველყოფს საკუთრებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის მხარდაჭერას, ამზადებს ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს და წარმოადგენს კლიენტებს საჯარო რეესტრთან.

7.   სასამართლო წარმომადგენლობა

ფირმა წარმოადგენს კლიენტებს სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებში, შეიმუშავებს დავის წარმოების სტრატეგიას, ამზადებს საპროცესო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს სამართლებრივ მხარდაჭერას საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპებზე.

8.   შრომის სამართალი

ფირმა ამზადებს და აანალიზებს შრომით ხელშეკრულებებს, შინაგანაწესსა და შიდა პოლიტიკებს, გასცემს კონსულტაციებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის საკითხებზე და წარმოადგენს კლიენტებს შრომით დავებში.

9.   იმიგრაცია და ბინადრობა

ფირმა ეხმარება უცხოელებსა და მათ დამსაქმებლებს ვიზების, ბინადრობის ნებართვების, შრომითი საქმიანობის უფლებისა და საქართველოში საქმიანობასა თუ ცხოვრებასთან დაკავშირებული საიმიგრაციო საკითხების მოწესრიგებაში.

ვებგვერდი:https://tblegal.ge


საჭიროებთ დახმარებას?
დაგვირეკეთ დღეს!

AI Advisor

IGAL-ის AI მრჩეველი არის ჭკვიანი ჩატბოტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ორიენტირდეთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებში. მიღებაში. უბრალოდ დაუსვით კითხვა – სისტემა მოძებნის შესაბამის მუხლებს და მოგაწვდით მოკლე, სტრუქტურირებულ განმარტებას.