აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?

აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?

აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?

აქციონერთა ხელშეკრულება არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება მეწილეებს შორის. ეს არის პირადი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკრეტულ პირობებს, რათა იყოს ეფექტური. 

აქციონერთა ხელშეკრულების ძირითადი მიზანი არის გარკვევა იმ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც ეხება ყველა აქციონერს, როგორიცაა: აქციონერთა ხელშეკრულება არის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელიც ასახავს კომპანიის მუშაობას და რამდენი ხმების მიღებაა საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად - აქციონერების ან დირექტორთა საბჭოს მიერ.


რატომ გვჭირდება აქციონერთა ხელშეკრულება? 

მაგალითად ავიღოთ მომდევნო სცენარი: თქვენ ხართ ადრეული ეტაპის დამწყები შესანიშნავი კონცეფციით და თქვენი პროდუქტი განვითარების ფაზაშია. როგორც წესი, ამ დროს ნაკლებად ვფიქრობთ ინვესტიცია ჩავდოთ ისეთ სერვისში რაც პროდუქტის განვითარებასთან პირდაპირ კავშირში არაა, როგორიცაა იურიდიული დოკუმენტაციების მოგვარება. თუმცა, ეს არის ის გადამწყვეტი რგოლი, რის არქონამაც შესაძლოა არაერთი პრობლემა მოუტანოს კომპანიას. აქციონერთა ხელშეკრულება აღწერს აქციონერთა ურთიერთობას და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი პროდუქტის დაცვაზე. თუ არსებობს ერთი რამ, რაც თქვენ უნდა მოაგვაროთ, როგორც კი თანადამფუძნებლებს ხელს ჩამოართმევთ, ეს არის სწორად შედგენილი აქციონერთა ხელშეკრულება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს სავარაუდოდ პირველი დოკუმენტი იქნება, რომლის ნახვა შეეძლება მომავალ ინვესტორს, როდესაც თქვენ კაპიტალის შეგროვებას აპირებთ. 

იფიქრეთ თქვენს აქციონერთა ხელშეკრულებაზე, როგორც სადაზღვევო პოლისზე, რომელიც გთავაზობთ დაცვას გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან და მომავალში წარმოშობილი კონფლიქტებისგან - იქნება ეს თქვენს თანადამფუძნებლებთან, ინვესტორებთან თუ დირექტორებთან. რა თქმა უნდა, ახლა ყველანი ერთ გვერდზე ხართ, მაგრამ დავები ნამდვილად ხდება და სწორედ აქ ფასდება ფასდაუდებელი სამართლებრივი ჩარჩოები თქვენი საკითხის გადასაჭრელად . 

დაუკავშირდით IGAL-ის გამოცდილ იურიდიულ გუნდს თქვენი სამართლებრივი საჭიროებების განსახილველად და დაგეხმარებით აქციონერების ხელშეკრულების მომზადებაში, თქვენი კომპანიისა და თქვენი ბიზნესის ინტერესების დასაცავად.