
წლიური აუდიტის მნიშვნელობა თქვენი კომპანიისთვის
არცერთ მაღალფუქციურ კომპანიას არ აქვს დრო და ენერგია შეეჭიდოს იურიდიულ პრობლემებს, რაც წლიური აუდიტის გამოტოვების შედეგად შეიძლება იქნას გამოწვული. მიუხედავად იმისა, რომ წლიური აუდიტის ჩატარების სარგებელი შეიძლება დაუყოვნებლივ არ ჩანდეს, ის ანაზღაურდება, რადგან ამან შეიძლება გაცილებით მეტი თავის ტკივილი და ფული დაზოგოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბიზნესში, ისევე როგორც ცხოვრებაში, დროდადრო უნდა შეისვენო და გადახედო აქამდე მიღწეულს, რასაც სწორედ წლიური აუდიტი გულისხმობს.
რა არის აუდიტი?- აუდიტი არის კომპანიის სისტემური გამოკვლევა და შემოწმება ანგარიშების, განხორციელებული ტრანზაქციების, დოკუმენტების და ფიზიკური ინვენტარის კუთხით. იურიდიული აუდიტის დროს, კომპანიის მენეჯმენტი განიხილავს სტრატეგიულ გეგმებსა და მიზნებს, განიხილავს ძირითად დოკუმენტებს და ჩანაწერებს, აანალიზებს და განსაზღვრავს კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილ იურიდიულ საჭიროებებს.
გთავაზობთ წლიური აუდიტის ჩატარების რამდენიმე სარგებელს:
ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ გარკვეულ რესურსს კარგავთ მკაფიო მიზეზის გარეშე?
შესაძლოა თქვენს სამუშაო პროცესში რესურსის გაჟონვა მოხდეს ისე, რომ თქვენ ან თქვენს კომპანიაში მომუშავე სხვა ადამიანი მას ვერ ამჩნევდეთ. ყველა ბიზნესს, იმისდა მიუხედავად, რას საქმიანობს, აქვს გარკვეული რაოდენობის სისტემა და ყოველდღიური ოპერაციები, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე რამდენად ეფექტურია თქვენი?
მაშინაც კი, თუ თქვენი კომპანია მცირეა ან თანამშრომელთა რიცხვი არც ისე დიდია, ეს არ ნიშნავს, რომ სარგებელი არ უნდა მიიღოთ მეტი დროის, ფულის დაზოგვით ან ერთდროულად, მხოლოდ ბიზნესის წარმართვის შეცვლით. გაითვალისწინეთ, რომ უბრალო შესწორებამაც კი შეიძლება შეიტანოს ცვლილება თქვენს შედეგებში.
IGAL-ის გამოცდილი აუდიტორთა ჯგუფი განსაზღვრავს სად არის გარკვეული რღვევა, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ ბიზნესი, მაქსიმალური მოგებით.
მინიმუმამდე დაჰყავს თაღლითობის შესაძლებლობა
თუ კომპანიაში სხვა ადამიანები გყავთ დასაქმებული, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბალია მათი რიცხვი, ან დიდია მათ მიმართ თქვენი ნდობა. არასდროს აწყენს კომპანიას მცირედი შემოწმება. გამოცდილი აუდიტორი განიხილავს პროცედურებს თქვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილი საეჭვო მოქმედებების ან პოტენციური თაღლითობის დასადგენად.
დროული მოქმედების შესაძლებლობა
თქვენი იურიდიული ბიზნესის სტრუქტურის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება იყოთ მეწარმე და მენეჯერი, შეიძლება გყავდეთ პარტნიორი, ან გქონდეთ დაფუძნებული კორპორაცია.
ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის წამყვან თანამდებობებზე ერთი ადამიანი მაინც უნდა ფლობდეს ფინანსურ და იურიდიულ სისწორეზე პასუხისმგებლობას. მაშინაც კი, თუ აუდიტმა გამოავლინა სერიოზული ხარვეზები, რაც უფრო ადრე გაეცნობით საკითხს და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ, მით უკეთ შეძლებთ მათ გამოსწორებას.
კარგად ჩატარებული და საფუძვლიანი აუდიტი განსაკუთრებით გამოგადგებათ, როდესაც თქვენ საბანკო სესხს ითხოვთ. ახლა, ვიდრე ოდესმე, ბანკირები ეძებენ ძალიან დეტალურ ფინანსურ ანგარიშგებას კომპანიის მფლობელებისგან, ასე რომ დარწმუნდით, მოამზადეთ და მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია საფუძვლიანად და გამჭვირვალედ.
დაუკავშირდით IGAL-ის პროფესიონალთა ჯგუფს მეტი დეტალების მისაღებად, ან წლიური აუდიტის დასაგეგმად.







