რჩევები იურიდიულ ბიზნეს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების შესახებ

რჩევები იურიდიულ ბიზნეს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების შესახებ

რჩევები იურიდიულ ბიზნეს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების შესახებ

მოლაპარაკების უნარი და სწორი მიდგომა აუცილებელია, კლიენტებთან ურთიერთობის გაფუჭების ან უარეს შემთხვევაში, მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. სწორი უნარ-ჩვევების წყალობით, თქვენ მიიღებთ მეტ შემოსავალს და შეამცირებთ თქვენი ბიზნესის რისკებს.

მომგებიანი ბიზნეს გარიგების მოლაპარაკება არის შესაძლებლობების შექმნა და ღირებულების გაცვლა. მოლაპარაკებების წარმართვის არასწორი გზაა თქვენი პირობების მიღებაზე სხვების დომინირება.

გრძელვადიანი პოზიტიური შედეგების მისაღებად სცადეთ შემდეგი რჩევები და ტაქტიკა ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების შესახებ.

იყავით მომზადებული

დარწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მზადაა და მოლაპარაკებების დაწყებამდე მოამზადეთ თქვენი შეთავაზება და სათადარიგო გეგმა. შეისწავლეთ თქვენი კლიენტები მათი კომპანიის პროფილების, ვებსაიტისა და სოციალური მედიის გადახედვით, ეს თქვენს თავდაჯერებულ საუბრის მანერაზე აისახება და სწორი აქცენტების დასმაზეც. ასევე, შეგიძლიათ გადახედოთ კლიენტის მსგავს გარიგებებს.

მკაფიო მიზნების ჩამოყალიბება

რა სურთ თქვენს ბიზნეს პარტნიორებსა და კლიენტებს მიიღონ მოლაპარაკებების შედეგად? ეს პუნქტი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ხელშეკრულებაში.  გარდა ამისა, ბიზნეს მოლაპარაკებების უმეტესობა მოიცავს განხილვას რისკებსა და შემოსავლებზე. როდესაც კლიენტი ყიდულობს პროდუქტს, მან უნდა იცოდეს რისკის მიახლოებითი ანგარიში. უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ხარჯი საკმარის ღირებულებას მიანიჭებს.

წერილობითი ხელშეკრულება

დარწმუნდით, რომ ყველა მნიშველოვანი დეტალი წერილობით გაქვთ შეთანხმებული. ასე მკაფიოდ დაინახავთ მოლაპარაკების პროცესს და თავიდან აგარიდებთ გაუგებრობას. შეინახეთ თქვენი იდეები, შეთავაზებები და სხვა ფაქტები წერილობით. ჩანაწერები უნდა იყოს მკაფიო და მარტივად გასაგები. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს მოამზადეთ წერილი ან პირობების ფურცელი, რომ ასახოთ თქვენი გარიგების პირობები.

მოქნილი პირობები

საქმიანი ადამიანების უმეტესობისთვის, ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არის გრძელვადიანი და მომგებიანი ურთიერთობების ოსტატურად შექმნა. თქვენ გსურთ, რომ თქვენმა კლიენტმა იგრძნოს დაფასება და გახდეს თქვენი მუდმივი კლიენტი. თქვენი კლიენტის დაფასების ერთ-ერთი გზაა კონტრაქტის პირობების პერსონალურად მორგება თქვენი კლიენტის მოთხოვნილებების შესაბამისად. მაგალითად:

თუ გჭირდებათ იურიდიული კონსულტაცია ან ხელშეკრულების შედგენა, დაუკავშირდით IGAL-ის პროფესიონალურ გუნდს და თქვენს გვერდზე ვიქნებით იურიდიული საჭიროების ნებისმიერ ეტაპზე.