
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ბიზნესის საწყის ეტაპზე
გადაწყვეტილებები, რომელსაც ბიზნესის საწყის ეტაპზე ვიღებთ, ხშირად, მომდევნო პროცესებს და წარმატების ხარისხს განაპირობებს. ამ დროს, შეცდომების დაშვების ალბათობა ყველაზე დიდია, ამიტომ არის საკითხები, რასაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ბიზნესის მფლობელისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პასუხისმგებლობის აღება და ნებისმიერი დეტალის სწორად დაგეგმვაა. გთავაზობთ ოთხ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც დიდი მოგზაურობის დასაწყისში დაფიქრება მოგიწევთ.
ბიზნესის სტრუქტურის განსაზღვრა
კომპანიისთვის ბიზნესის სტრუქტურის შესარჩევად რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რაც შემდგომში საქმიანობის მიმართულებას განაპირობებს. თითოეულ სტრუქტურას მისი დადებითუ და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ეს გადაწყვეტილება შემდგომ გავლებას მოახდენს გადასახადებზე, დაფუნანსებასა თუ სხვადასხვა იურიდიულ უფლებამოსილებებზე.
მარკეტინგის ბიუჯეტი
მაქსიმალური ხარისხის მიღწევა და ჩრდილში ყოფნა, თუ დაბალანსებული ცნობადობასთან ერთად? რასაკვირველია, მარკეტინგში ფინანსების ჩადება არსებითია ბიზნესის ზრდისთვის, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. თუმცა დარწმუნდით, რომ კომპანია მზად და გამართულად მუშაობს, შეუძლია მომხარებლის დაკმაყოფილება, ვიდრე მას ხალხს გააცნობთ. დამწყები ბიზნესმენები ხანდახან თვლიან, რომ სოციალური მედიის ნაწილი ხელსაწყოების ცოდნა, საკმარისია ბრენდის პოპულარიზაციისთვის, თუმცა სიმართლე ისაა, რომ საფუძვლიანი ციფრული მარკეტინგის მცოდნე სპეციალისტი უდიდეს როლს თამაშობს ორგანიზაციაში.
მჭირდება იურისტი?
ყველა სახის ბიზნესი სამართლებლივი დაწესებულებაა, რაც გულისხმობს რეგულაციების და კანონების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას. ეს ის დელიკატური საკითხებია, რისი დეტალების არად ჩაგდება, სარისკო საქმეა. პარტნიორთან შეთანხმება, სავაჭრო მარკის მინიჭება, დასაქმებულთა ხელშეკრულებები, ინტელექტუალური საკუთრება, რეპორტი… ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ბიზნესს ნებისმიერ ფეხის ნაბიჯზე სჭირდება და მოყვარული იურისტი ვერ გაუმკალვდება. ამისთვის, IGAL-ს ჰყავს პროფესიონალები, რომლებიც გაგიწევენ ცალკეულ მომსახურებას, ან გამოგზავნიან მუდმივ თანამშრომელს თქვენს ოფისში. IGAL-ის იურისტი პრობლემას მანამდე გადაჭრის, ვიდრე ის რეალურ პრობლემად იქცევა. რაც მთავარია, გაითვალისწინებს ყველა იმ ლეგალურ ასპექტებს, რაც ბიზნესის მართვასთანაა დაკავშირებული და დაიცავს თქვენი კომპანიის ინტერესებს.
მჭირდება ბუღალტერი?
ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე, არსებობს ორი არჩევანი: გყავდეთ მუდმივი თანამშრომელი ბუღალტერი, ან ხელშეკრულებაზე დაფუძნებული აუთსორს პროფესიონალი. ბიზნესის უმეტესობა სამი წლის მანძილზე იხურება, ფინანსების არასწორი მენეჯმენტის მიზეზით. თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ IGAL-ის ბუღალტერი, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, გაგიწევთ ნებისმიერ ფინანსებთან დაკავშირებულ სერვისს და მოგცემთ საშუალებას, მშვიდად მართოთ ბიზნესი.
მართალია, ბიზნესის პირველი წელი საკმაოდ რთულია, თუმცა სწორი გუნდის შემოკრებით ნებისმიერ გამოწვევას დაძლევთ.







