
გიორგი უჯმაჯურიძე
მმართველი პარტნიორი
გიორგი უჯმაჯურიძე- კომპანია IGAL-ის მმართველი პარტნიორი 2024 წლიდან. აქვს ბუღალტერიის, ფინანსების, აუდიტისა და გადასახადების კუთხით მუშაობის 5
წლიანი გამოცდილება.
მას აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი, მათ შორის გადასახადების, საერთაშორისო დაბეგვრის, საგადასახადო დავების და ფინანსების მიმართულებით. 2021 წელს მიენიჭა ქონების შემფასებლის კვალიფიკაცია.
პროფესიული უნარები:
- ბუღალტერია
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება, კონტროლი და ანალიზი. აუდიტი: საგადასახადო აუდიტის ჩატარება, რისკების გამოვლენა და შეფასება, შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო კონსულტაცია:
- საგადასახადო დაგეგმვა, საგადასახადო დავების მართვა, კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ქონების შეფასება:
- ქონების შეფასების კვალიფიკაცია, აქტივების ღირებულების განსაზღვრა.

