
როგორი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულება
შრომითი ხელშეკრულება არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა. არ არსებობს მკაცრი მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს გრძელი, რთული იურიდიული დოკუმენტის ფორმა. რათქმაუნდა წერილობითი სახე აუცილებელია, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. გულდასმით შემუშავებული ხელშეკრულების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. წერილობით რაც უფრო მეტი დეტალი იქნება შეთანხმებული, მით უფრო სწრაფია მხარეების კომუნიკაცია და ეფექტურია პრობლემის გადაჭრის გზები.
როგორც აღვნიშნეთ, ცუდად შედგენილი, დამაბნეველი და ბუნდოვანი კონტრაქტები ქმნი სირთულეებს, განსაკუთრებით ცვლილებების ან კონტრაქტის შეწყვეტის დროს. IGAL-ის პროფესიონალი იურისტები დაგეხმარებიან თითოეული დეტალის გათვალისწინებით შეადგინოთ კონტრაქტის შაბლონი. მანამდე კი გაგაცნობთ თუ რა ძირითად კომპონენტებს უნდა მოიცავდეს ხელშეკრულება.
იკვეთება ოთხი ძირითადი სფერო, რომლის გამოტოვებაც დაუშვებელია:
ყველა სხვა სპეციფიური თუ ინდივიდუალური დეტალი განიხილება პირობების გრაფის ქვეშ. ზოგადად, ისინი მოიცავს მკაფიო მითითებებს მოსალოდნელი სამუშაოს და მისაღები ანაზღაურების შესახებ. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაქტის დარღვევა, რაც პირვანდელ ხელშეკრულებაში სიცხადეს არსებითად აქცევს.რასაკვირველია, მხარეების სახელი და გვარი თუ კომპანიის დასახელება სრული სიზუსტით უნდა იყოს ასახული.
ასევე, შეგიძლიათ ახსენოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აუცილებლობა, ამა თუ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და სხვა სენსიტიური საკითხები, რაც მეტნაკლებად დაგაზღვევთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადინებისგან.
მნიშვნელოვანია, უფლებების კომპონტენტიც, სადაც უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო სამუშაო გარემო, ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრული რაოდენობა და სხვა პოტენციური დასაქმებულისთვის მიმზიდველი პირობები.
გაიარეთ IGAL-ის იურისტთან კონსულტაცია და გაეცანით სხვა იურიდიულ სერვისებს, რასაც თქვენს კომპანიას ვთავაზობთ.







