ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოების წინაშე. გთავაზობთ საგადასახადო შემოწმების დროს მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობას, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციებს და სადაო საკითხების განხილვას.
საგადასახადო დავების წარმოების პროცედურები
საგადასახადო საჩივრის მომზადება
- არსებული მასალების გაცნობა და მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება;
- პრეცედენტული გადაწყვეტილებების მოძიება და ანალიზი;
- არგუმენტების შექმნა და მტკიცებულებების მომზადება;
- საგადასახადო დავის წარმოების მიმართულებების განსაზღვრა;
- სხვა პროცედურები.
გადასახადის გადამხდელის ინტერესების დაცვა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
- წარმომადგებლობა საგადასახადო შემოწმების პროცესში (შემოსავლების სამსახური);
- წარმომადგენლობა საგადასახადო მედიაციის ეტაპზე (შემოსავლების სამსახური);
- წარმომადგენლობა საგადასახადო მედიაციის საბჭოში (შემოსავლების სამსახური);
- წარმომადგენლობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადასახადის გადამხდელის ინტერესების დაცვა სასამართლოში
- სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის და სხვა დოკუმენტების შედგენა;
- წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა სასამართლოში.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენ წარმატებით ვიცავთ დამკვეთის ინტერესებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სასამართლოში და მესამე პირების წინაშეც.