მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
62 ნახვა
19იან2021
აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?

 

აქციონერთა ხელშეკრულება არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება მეწილეებს შორის. ეს არის პირადი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკრეტულ პირობებს, რათა იყოს ეფექტური. 

აქციონერთა ხელშეკრულების ძირითადი მიზანი არის გარკვევა იმ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც ეხება ყველა აქციონერს, როგორიცაა:

  • რა უფლებები აქვთ აქციონერებს?

  • როდის უნდა გაიარონ დირექტორებმა კომპანიის რჩევაზე გადაწყვეტილების მისაღებად აქციონერთა კონსულტაცია?

  • რა პირობებში შეუძლიათ მათ თავიანთი წილის სხვა პირზე გადაცემა?

აქციონერთა ხელშეკრულება არის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელიც ასახავს კომპანიის მუშაობას და რამდენი ხმების მიღებაა საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად - აქციონერების ან დირექტორთა საბჭოს მიერ.

რატომ გვჭირდება აქციონერთა ხელშეკრულება? 

მაგალითად ავიღოთ მომდევნო სცენარი: თქვენ ხართ ადრეული ეტაპის დამწყები შესანიშნავი კონცეფციით და თქვენი პროდუქტი განვითარების ფაზაშია. როგორც წესი, ამ დროს ნაკლებად ვფიქრობთ ინვესტიცია ჩავდოთ ისეთ სერვისში რაც პროდუქტის განვითარებასთან პირდაპირ კავშირში არაა, როგორიცაა იურიდიული დოკუმენტაციების მოგვარება. თუმცა, ეს არის ის გადამწყვეტი რგოლი, რის არქონამაც შესაძლოა არაერთი პრობლემა მოუტანოს კომპანიას. აქციონერთა ხელშეკრულება აღწერს აქციონერთა ურთიერთობას და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი პროდუქტის დაცვაზე. თუ არსებობს ერთი რამ, რაც თქვენ უნდა მოაგვაროთ, როგორც კი თანადამფუძნებლებს ხელს ჩამოართმევთ, ეს არის სწორად შედგენილი აქციონერთა ხელშეკრულება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს სავარაუდოდ პირველი დოკუმენტი იქნება, რომლის ნახვა შეეძლება მომავალ ინვესტორს, როდესაც თქვენ კაპიტალის შეგროვებას აპირებთ. 

იფიქრეთ თქვენს აქციონერთა ხელშეკრულებაზე, როგორც სადაზღვევო პოლისზე, რომელიც გთავაზობთ დაცვას გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან და მომავალში წარმოშობილი კონფლიქტებისგან - იქნება ეს თქვენს თანადამფუძნებლებთან, ინვესტორებთან თუ დირექტორებთან. რა თქმა უნდა, ახლა ყველანი ერთ გვერდზე ხართ, მაგრამ დავები ნამდვილად ხდება და სწორედ აქ ფასდება ფასდაუდებელი სამართლებრივი ჩარჩოები თქვენი საკითხის გადასაჭრელად . 

დაუკავშირდით IGAL-ის გამოცდილ იურიდიულ გუნდს თქვენი სამართლებრივი საჭიროებების განსახილველად და დაგეხმარებით აქციონერების ხელშეკრულების მომზადებაში, თქვენი კომპანიისა და თქვენი ბიზნესის ინტერესების დასაცავად.

2ნახვა
17
თებ2021
რა განსხვავებაა მუდმივ თანამშრომელსა და ფრილანსერს შორის
ხანდახან რთულია განსაზღვრა, რა ტიპის დასაქმებული ურჩევნია კომპანიას ამა თუ იმ პოზიციაზე- მუდმივი თანამშრომელი თუ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული სპეციალისტი. ამ ორს შორის გარკვეული იურიდული სხვაობები არსებობს, რისი ცოდნაც აუცილებელია...
ვრცლად ნახვა
7ნახვა
17
თებ2021
როგორ დავიცვათ ბიზნესი
ბიზნესის დაწყებისას მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, არა მხოლოდ იდეებსა და განვითარებაზე, არამედ მის უსაფრთხოებაზე. იურიდიული მხარე საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ბიზნესის პროცესების წარმართვაში და მის გაუმართაობას სავალალო შედეგამდე მიყვანა შეუძლია. I...
ვრცლად ნახვა