მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
87 ნახვა
27ნოე2020
რატომ არის მნიშვნელოვანი ინვენტარიზაცია კომპანიისთვის?

რთული წარმოსადგენია, როგორ ახერხებდნენ კომპანიები ინვენტარიზაციას წლების წინ, როდესაც კომპიუტერი არ არსებობდა. დღეს ეს პროცესი გაცილებით სწრაფი და მარტივია, ამასთანავე აკურატული. ამ გზით შესაძლებელია გაყიდვების და სხვა პროცესების პროგნოზირება, მართვა და თვალყურის დევნება. ინვენტარიზაციას არაერთი დადებითი მხარე აქვს, რამდენიმე მათგანს კი ამ სტატიაში გაგაცნობთ.

დროის დაზოგვა

ინვენტარიზაციის გამართული სისტემა მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროს. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არაავტომატურად უძღვებით ამ პროცესს, ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. პროფესიონალის დახმარებით, შესაბამისი პროგრამის მოხმარებით და სისტემის დანერგვით, ეს პროცესი უფრო ზუსტი და მარტივი ხდება.

აკურატულობა

როგორც ზევით ვახსენეთ, აკურატული აღრიცხვა მისი ძირითადი დადებითი მხარეა. არასწორ დათვლას და ბეჭვდით შეცდომას, შეუძლია უამრავი საქმე და დამატებითი ხარჯები გაუჩინოს კომპანიას.

გამართული გეგმა

მაშინ როდესაც, მარაგის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, გაცილებით მარტივია, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, სიახლეებთან ფეხის აწყობა და სამომავლოდ სწორი რაოდენობის პროდუქტის მომარაგება.

პროდუქტების მომარაგება

ინვენტარიზაციის მეთოდით, ნათლად ჩანს რა მდგომარეობაა საწყობში, რომელი პროდუქტი სარგებლობს პოპულარობით, რომელია ნაკლებად გაყიდვადი. ამგვარად, დაგეგმავთ სამომავლო წარმოებას თუ შეკვეთებს.

მომხმარებლის კმაყოფილება

მომხარებელი ერთგული ხდება, როდესაც მისი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. ინვენტარიზაცია გეხმარებათ, ყოველთვის ადგილზე გქონდეთ პროდუქტი, რაც მას სჭირდება.

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, საუკეთესო გამოსავალია დამხმარე კომპანიის სერვისით სარგებლობა, რომელსაც ამ სფეროში წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება აქვს. IGAL გთავაზობთ ინვენტარიზაციის სრულ სერვისს.

 

 

0ნახვა
19
იან2021
აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?
  აქციონერთა ხელშეკრულება არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება მეწილეებს შორის. ეს არის პირადი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკრეტულ პირობებს, რათა იყოს ეფექტური.  აქციონერთა ხელშეკრულების ძირი...
ვრცლად ნახვა
3ნახვა
19
იან2021
როგორი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულება
შრომითი ხელშეკრულება არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა. არ არსებობს მკაცრი მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს გრძელი, რთული იურიდიული დოკუმენტის ფორმა. რათქმაუნდა წერილობითი სახე აუცილებელია, რ...
ვრცლად ნახვა