მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
79 ნახვა
27ნოე2020
როგორ გავიყოთ კაპიტალი სტარტაპის თანადამფუძნებლებმა

კაპიტალის გაყოფა სტარტაპში საკმაოდ სენსიტიური საკითხია. რა სახის კაპიტალს იმსახურებს თითოეული დამფუძნებელი? როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხი განსხვავდება, ყველა დამფუძნებელს საკუთარი პერსპექტივა აქვს და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება.

მნიშვნელოვანია, დასვათ სწორი კითხვები, რაც კაპიტალის სამართლიანად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

მთავარი კრიტერიუმი რის მიხედვითაც გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას, არის რა ღირებულებას მატებს ესა თუ ის ადამიანი კომპანიას. ქვემოთ მოცემული კითხვების დასმა თითოეული თანადამფუძნებლის კომპანიის მიმართ ღირებულებას აფასებს:

ვისი იდეა იყო? ვინ იყო ინიციატორი, ორიგინალური იდეის ავტორი ბიზნესის წამოსაწყებად. მართალია, ეს ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, მაგრამ გარკვეულ აღიარებას იმსახურებს.

რა უნარებს ფლობენ თანადამფუძნებლები? სავარაუდოდ, მათ განსხვავებული უნარები აქვს, რაც სხვადასხვა დოზის ღირებულებას მატებს ბიზნესს. ის უნარი, რაც კომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და ორგანიზაციაში მხოლოდ ერთ ადამიანს გააჩნია, მეტი წონა აქვს.

რამდენ დროს უთმოვენ თანადამფუძნებლები სტარტაპს? დამფუძნებლები, რომლებიც სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობენ, მეტ კაპიტალს იმსახურებენ, ვიდრე ნახევარ განაკვეთზე მომუშავეები.

რა რაოდენობის კაპიტალის ინვესტირებას ახდენენ თანადამფუძნებლები? მათი წილი, რასაკვირველია სამომავლო კაპიტალის წილს განსაზღვრავს.

ვის აქვს ერუდიცია და კონტაქტები კონკრეტილ ინდუსტრიაში? დამფუძნებლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ცონდა, იცნობენ სფეროში გადამწყვეტ პირებს და უკვე აქვთ დამყარებული კომუნიკაცია, შესაძლოა, მეტი წილი ეკუთვნოდეთ.

აქვს რომელიმე მათგანს წარმატებული სტარტაპის ჩამოყალიბების გამოცდილება? რასაკვირველია, გამოცდილების ქონა ყველა სფეროში ფასდაუდებელია, ამ შემთხვევაში, მეტად ფასობს.

თუ კაპიტალი სამართლიანად გადანაწილდება, ამ გზით, ძლიერი საძირკველი აშენდება და თანადამფუძნებლები ერთმანეთის მიმართ ნდობას გამოიმუშავებენ, სამუშაო პროცესი კი უფრო წარმოატებული იქნება.

 ვიმედოვნებთ, ეს კითხვები დაგეხმარებათ შედეგის მიღწევაში. თუ დამატებითი კითხვები გაგაჩნიათ და პროფესიონალი იურისტის რჩევა გჭირდებათ, IGAL-ის ექსპერტები პროცესის თითოეულ ეტაპზე თქვენს გვერდზე იქნებიან და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან.

0ნახვა
19
იან2021
აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს აქციონერთა ხელშეკრულება?
  აქციონერთა ხელშეკრულება არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება მეწილეებს შორის. ეს არის პირადი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კონკრეტულ პირობებს, რათა იყოს ეფექტური.  აქციონერთა ხელშეკრულების ძირი...
ვრცლად ნახვა
3ნახვა
19
იან2021
როგორი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულება
შრომითი ხელშეკრულება არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა. არ არსებობს მკაცრი მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს გრძელი, რთული იურიდიული დოკუმენტის ფორმა. რათქმაუნდა წერილობითი სახე აუცილებელია, რ...
ვრცლად ნახვა