მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
102 ნახვა
23ივლ 2020
ბუღალტრის როლი ორგანიზაციაში

ბუღალტერი ასრულებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც ბიზნესის, ორგანიზაციის თუ ნებისმიერი სახის კომპანიის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია. პროფესიონალი აგროვებს დოკუმენტებს, აკეთებს ჩანაწერებს და ანალიზს, ანხორციელებს ამა თუ იმ ტრანზაქციას და ამზადებს ანარიშებს. ეს მისი მოვალეობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.  
ექსპერტის ბუღალტრისთვის მისი საქმიანობა, როგორც მეცნიერული სიზუსტე, ასევე ხელოვნებაა, რადგან ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიმართულებას: 


ანგარიშის წარმოება


ფინანსური ტრანზაქციების სისტემატური ანგარიშის წარმოება მნიშვნელოვანია მოგების და ხარჯის დასათვლელად და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. გარდა ამისა, ბუღალტერი აღრიცხავს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით. ამ საქმეში სანდო პროფესიონალის წინამძღოლობა აუცილებელია, რათა არ დაირღვეს კანონიერი და ბუღალტრული პოლიტიკა.


კანონით დადგენილი აუდიტი

 

IGAL-ის ბუღალტერი კანონის შესაბამისად აწესრიგებს ყველა ასპექტს, რაც აუდიტთან დასახვედრადაა საჭირო. მის მიერ მომზადებული ფინანსური უწყება შეესაბამება იურიდიულ პრინციპებსა და სტანდარტებს. 


ბიუჯეტის შედგენა 


ბიუჯეტის შედგენა კომპანიის თითოეულ ნაბიჯზე აუცილებელია. ნებისმიერ აქტივობას, ტრანზაქციას, პროექტის წარმართვას, კადრის დაქირავებას, სამომავლო გადართოების გეგმას, სჭირდება პროფესიონალური დაგეგმარება. გამოთვლა, როგორც ხარჯის, ასევე მოგების. ბუღალტერი განსაზღვრას მოსალოდნელ სცენარებს და მათ შედეგებს. 


გადასახადები


ბუღალტერი განსაზღვრას ობიექტის საგადასახადო ვალდებულებებს, გასცემს შესაბამის რჩევებს და ასრულებს ტრანზაქციებს, საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;


ფინანსური ანალიზი


სიტუაციის ანალიზი და შემდგომ რეკომენდაციის გაცემა, სწორედ ის დეტალებია, რისი მეშვეობითაც, ბუღალტერს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მუდმივ ზრდაში და რისკებისგან დაზღვევაში. ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღება სწორედ ამ რეპორტზეა დამყარებული. ბიზნეს ოპერაციების შესახებ კონსულტაცია, ხშირად მოიცავს საკითხებს როგორიცაა, შემოსავლების და ხარჯების ტრენდი, ფინანსური ვალდებულებები და სამომავლო შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობები. ბუღალტერი ააანალიზებს არსებულ ფინანსურ სიტუაციას და გასცემს რეკომენდაცია, რას გაწვდება კომპანია და რას ვერა, რა შეიძლება იყოს მისი პრიორიტეტი და როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს სტრატეგიულად. 


ფინანსური პრობლემის მოგვარება


ალბათ გსმენიათ ფრაზა, კომპანიაში მეტად გვჭირდება არა ვიტამინი, არამედ ტკივილგამაყუჩებელი. IGAL-ის ბუღალტერი, რასაკვირველია ადგენს განვითარების გეგმას და თამშობს ვიტამინის როლს, თუმცა პრობლემის აღმოცნებისთანავე ადგენს რეალისტურ პროგნოზს და კომპანიის მმართველს აძლევს შესაბამის მიმართულებებს. 

თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ მხოლოდ ერთი სერვისი, ან სრული ბუღალტრული მომსახურება. კომპანია IGAL-ს თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპის შეთავაზება აქვს. ჩვენ გამოვგზავნით მუდმივ წარმომადგენელს, მოგემსახურებით ერთჯერადად ან თქვენთვის მორგებული პირობებით. გარდა ზემოთ ნახსენები ფუნქციებისა, IGAL-ის პროფესიონალები სხვა არაერთ მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც უცილებელია  ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად.

89 ნახვა
23
ივლ 2020
ძირითადი იურიდიული რჩევები სტარტაპებისთვის
საკუთარი სტარტაპის წამოწყება უამრავი გამოწვევებით სავსე საქმეა. სანამ საქმეს შევუდგებით, თითოეული დეტალი დასაორგანიზებელია, რაც ალბათობას იმისა, რომ რაიმე გამოგვრჩეს, ზრდის. ამ პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყურადღებას საჭირო ...
ვრცლად ნახვა
137 ნახვა
17
ივნ 2020
ძირითადი ფინანსური რჩევები სტარტაპებისთვის
ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი საქმიანობის წამოწყებისას. მთავარია, ამ კომპლექსურ გეგმას ადრეულ სტადიაზევე საკმარისი ყურადღება დავუთმოთ, რაც სამომავლოდ საქმეს შეგვიმსუბუქებს. სტარტაპის შემთხვევაშ ...
ვრცლად ნახვა