მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
89 ნახვა
23ივლ 2020
ძირითადი იურიდიული რჩევები სტარტაპებისთვის

საკუთარი სტარტაპის წამოწყება უამრავი გამოწვევებით სავსე საქმეა. სანამ საქმეს შევუდგებით, თითოეული დეტალი დასაორგანიზებელია, რაც ალბათობას იმისა, რომ რაიმე გამოგვრჩეს, ზრდის. ამ პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყურადღებას საჭიროებს, იურიდიული მხარეა, რადგან ერთი პატარა შეცდომაც, და შესაძლოა ხარჯი გაგვეზარდოს, ან განვითარებიდან პირველ ეტაპზე დაგვაბრუნოს. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე ძირითად რჩევას, რაც პრიორიტეტების დალაგებაში და კანონიერი საქმიანობის მართვაში დაგეხმარებათ.

 

მოაწესრიგეთ საჭირო დოკუმენტები

 

იქონიეთ ყველა იურიდიული დოკუმენტი მწყობრში. იქნება ეს ხელშეკრულება, პარტნიორობის შეთანხმება, ქვითრები, სარეგისტრაციო თუ ლიცენზიის დოკუმენტები. თითოეული ფურცელი წყვეტს თქვენი სტარტაპის უპრობლემოდ წარმართვას.

 

შეიძინეთ დაზღვევა

 

ისევე როგორც ჯანმრთელობას, მოგზაურობას, ამა თუ იმ ქონებას, ბიზნესსაც სჭირდება დაზღვევა. დარწმუნდით, რომ ყველანაირი შედეგის შემთხვევაში დაცული ხართ. გარდა პრაგმატული ასპექტებისა, გაცილებით მშვიდად შეუდგებით ბიზნესის შენებას. ჩაატარეთ კვლევა და მოიძიეთ საუკეთესო ბიზნესის დაზღვევის პროვაიდერი;

 

გესმოდეთ საგადასახადო ვალდებულებები

 

სავარაუდოა, რომ სტარტაპის დამფუძნებლებს შორის ამ საქმის ექსპერტი არ იყოს, ამიტომ ჯობს ისარგებლოთ საბუღალტრო მომსახურებით, რომელსაც IGAL გთავაზობთ. გადასახადები ის სფეროა, სადაც შეცდომა სავალალოა. ჯობს მიანდოთ საქმე პროფესიონალს, რომელიც კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაგიწევთ, გადაამოწმებს არსებულ დოკუმენტებს, შეგიდგენთ საგადასახადო გეგმას და გაგიწევთ სხვა ნებისმიერ თქვენს კომპანიაზე მორგებულ სერვისს.

 

დაიცავით ინტელექტუალური საკუთრება

 

არასდროს დაუშვათ, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არ გჭირდებათ. დაცვის გარეშე, იმყოფებით რისკის ქვეშ მოიპარონ თქვენი იდეები და პროდუქტები. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბუთი არ გაგაჩნიათ ვერ წარმართავთ დავას მოწინააღმდეგე კომპანიებთან. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დაპატენტება, სავაჭრო მარკა ან საავტორო უფლების მოპოვება.

 

შეარჩიეთ ბიზნესის სტრუქტურა

 

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ განაპირობებს იურიდიულ განშტოებას. გადაწყვიტეთ რეგისტრირდებით როგორც კორპორაცია, ინდმეწარმე, შპს თუ სხვა სტრუქტურის ქვეშ.

 

შეადგინეთ კონტრაქტები

 

კონტრაქტის შედგენა ძირითადი მოთხოვნაა ნებისმიერი საკითხის შესათანხმებლად. დაგჭირდებათ სხვადასხვა მიმართულების ხელშეკრულების ფორმის დაწერა: თანამშრომლებისთვის, ვენდორებისთვის, კლიენტებისთვის, პარტნიორებისთვის და ა.შ. სიახლე არაა, რომ ხელმოწერილი კონტრაქტის გარეშე, მისი დარღვევის შემთხვევაში, დავის წარმართვა რთული, ხშირდ კი, წაგებული პროცესია.

 

სტარტაპის შექმნისას, შემდეგ კი მისი განვითარებისას და მართვისას, უამრავი სხვა დეტალი იჩენს თავს. IGAL-ის ექსპერტებს, ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეუძლიათ, როგორც ერთჯერადად, ასევე მუდმივი წარმომადგენლის გამოგზავნით. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენს საქმიანობაში ყველა კანონიერი ასპექტი მოვაწესრიგოთ, თქვენ კი შეუფერხებლად მიაღწიოთ წარმატებას.

101 ნახვა
23
ივლ 2020
ბუღალტრის როლი ორგანიზაციაში
ბუღალტერი ასრულებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც ბიზნესის, ორგანიზაციის თუ ნებისმიერი სახის კომპანიის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია. პროფესიონალი აგროვებს დოკუმენტებს, აკეთებს ჩანაწერებს და ანალიზს, ანხორციელებს ამა თუ იმ ტრანზაქციას და ამზად ...
ვრცლად ნახვა
137 ნახვა
17
ივნ 2020
ძირითადი ფინანსური რჩევები სტარტაპებისთვის
ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი საქმიანობის წამოწყებისას. მთავარია, ამ კომპლექსურ გეგმას ადრეულ სტადიაზევე საკმარისი ყურადღება დავუთმოთ, რაც სამომავლოდ საქმეს შეგვიმსუბუქებს. სტარტაპის შემთხვევაშ ...
ვრცლად ნახვა