მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
138 ნახვა
17ივნ 2020
ძირითადი ფინანსური რჩევები სტარტაპებისთვის

ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი საქმიანობის წამოწყებისას. მთავარია, ამ კომპლექსურ გეგმას ადრეულ სტადიაზევე საკმარისი ყურადღება დავუთმოთ, რაც სამომავლოდ საქმეს შეგვიმსუბუქებს. სტარტაპის შემთხვევაში, ხშირად, არც ისე მსხვილი ბიუჯეტის მართვა გვიწევს და ფინანსური აქტივობების Excel-ის ფაილში მართვა შეგვიძლია, რაც განვითარებასთან ერთად იცვლება და სხვადასხვა ხელსაწყოს თუ თანამშრომლის დამატება გვიწევს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გზას, რაც სტარტაპის ფინანსების მართვაში პირველივე დღიდანვე დაგეხმარებათ:

 

მართული ხარჯი

 

მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის ზომას და წლოვანებას, ხარჯი ყოველთვის არსებობს და თანაც მრავალი მიმართულების. პირველი ნაბიჯების გადადგმისას, შესაძლოა თანამშრომლის დაქირავება, ვინც ფინანსურ საკითხებს ყოველდღიურად მართავს, ბიუჯეტიდან გამომდინარე დაგვიანდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა, რაც შემოსავალს და გასავალს მართავს. ეს თავიდან აგვაცილებს, გადასახადების პროცესში რაიმე ცდომილებას, კომპანიისშიდა გაურკვევლობას და გაამარტივებს მომავალი პროფესიონალი ბუღალტრის საქმიანობას.

 

საგადასახადო გეგმა

 

სტარტაპის დამფუძნებელსა თუ მმართველს ინოვატორული აზროვნება მოეთხოვება, მის ძირითადი ნიშან-თვისებები კი, შესაძლოა სულაც არ იყოს ფინანსებთან ან იურიდულთან კავშირში. თუმცა, რთულია ბიზნესის მართვა, თუ ეს საკითხი სრულიად ბუნდოვანია მეწარმისთვის. საკმაოდ გამოსადეგი იქნება, თუ სათავეში მყოფი პირი რამდენიმე კონსულტაციას გაივლის პროფესიონალებთან, მათთან ერთად წინასწარ შეადგენს საგადასახადო გეგმას, რაც საგრძნობლად შეამცირებს ან აღმოფხვრის ბიზნესის ვალს, დაზოგავს ფულს და რაც მთავარია აარიდებს ლეგალურ შეცდომებს. 

 

პირადი და ბიზნესის ფინანსები დაყოფა

 

აუცილებელია პირადი და ბიზნესის ფინანსები ერთმანეთისგან სრული გამოყოფა. არ გააერთიანოთ ანგარიშები. თუკი ბიზნესს თქვენი ჯიბიდან მოახმართ თანხას, აუცილებლად აღნიშნეთ. ასევე, არ გამოიყენოთ ბიზნესის თანხა პირადი მიზნებისთვის. ამასთანავე, განსაზღვრეთ საკუთარი პოზიცია ბიზნესში და არც საკუთარი თავისთვის ხელფასის გადახდა გამოგრჩეთ. განსაკუთრებით ყურადსაღებია, თუ ბიზნესს საკმაო მოცულობის ვალი აქვს, დარწმუნდეთ, რომ თავად მოახერხებს მის დაფარვას და პირადი ხარჯების გაწევა არ მოგიწევთ. ამ და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, Igal-ის პროფესიონალ ეკონომისტთან აუდიტორთან ან ბუღალტერთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია,

 

ხარჯის შემცირება

 

ბიზნესის წამოწყებისას, ხარჯების შემცირება ყოველთვის კარგი იდეაა, როდესაც საქმე პროდუქტის/სერვისის ხარისხს არ ეხება. დაფიქრდით, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ქალაქის ცენტრში მდიდრული ოფისის ქირაობას ან სხვა ფუფუნების დეტალებს. ფოკუსირდით, ისეთ ელემენტებზე, რაც ბიზნესს განვითარებაში ეხმარება და შემდეგ საფეხურზე გადაჰყავს. ხარჯების შემცირების ალტერნატივა ყველა საკითხში არსებობს, ოფისის მაგალითზე, შეგიძლიათ საერთო სამუშაო სივრცეში მოეწყოთ ან თავდაპირველად დისტანციურად იმუშაოთ.

 

ფინანსური მიზნები

 

დიდი მიზნის მისაღწევად, მისი პატარ-პატარა ნაბიჯებად დაყოფა გვეხმარება. ასევე უნდა დავანაწევროთ ფინანსური მიზნებიც, რომელიც მიღწევადი და გაზომვადი, რაც მთავარია რეალისტური იქნება.

ყოველთვიური, კვირეული, დღიური შემოსავლის გეგმის არსებობაც კი გვეხმარება მდგრადად განვითარებაში და ნათლად გვანახებს, რა კორექტირების შეტანა გვჭირდება წარმატების მისაღწევად.

 

აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი IGAL ყველა იმ საჭირო სერვისს გთავაზობთ, რაც სტარტაპს ეფექტურ დაგეგმვასა და გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება.

102 ნახვა
23
ივლ 2020
ბუღალტრის როლი ორგანიზაციაში
ბუღალტერი ასრულებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც ბიზნესის, ორგანიზაციის თუ ნებისმიერი სახის კომპანიის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია. პროფესიონალი აგროვებს დოკუმენტებს, აკეთებს ჩანაწერებს და ანალიზს, ანხორციელებს ამა თუ იმ ტრანზაქციას და ამზად ...
ვრცლად ნახვა
89 ნახვა
23
ივლ 2020
ძირითადი იურიდიული რჩევები სტარტაპებისთვის
საკუთარი სტარტაპის წამოწყება უამრავი გამოწვევებით სავსე საქმეა. სანამ საქმეს შევუდგებით, თითოეული დეტალი დასაორგანიზებელია, რაც ალბათობას იმისა, რომ რაიმე გამოგვრჩეს, ზრდის. ამ პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყურადღებას საჭირო ...
ვრცლად ნახვა