მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
389 ნახვა
13თებ 2020
აუდიტორული მომსახურების ეტაპები

აუდიტორული მომსახურება ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და საქმიანობის სპეციფიკაზე. კომპანიას კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სერვისი: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, ბუღალტრული ან იურიდიული მომსახურება.

 

პირველ ეტაპზე ხდება აუდიტორების გუნდის შექმნა. თუ ორგანიზაცია პირველად სარგებლობს ამ მომსახურებით  - იურიდიული კონსულტაციაც საჭიროა.

იურისტის მიზანია - გაეცნოს დოკუმენტაციებს, ხელშეკრულებებს, კომპანიის აქციონერების (არსებობის შემთხვევაში) შეხვედრების ჩატარების პროცედურებს, ასევე ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის სხვა დეტალებს. შემდგომში ადვოკატი მონაწილეობას  იღებს წერილობითი დასკვნის შედგენასა და კონტროლში.

 

აუდიტორული მომსახურების დაწყებამდე გუნდი ეწვევა კომპანიის ოფისს ბიზნესის მუშაობის თავისებურებებში გასარკვევად, შეისწავლის იმ რისკ-ფაქტორებს რაც ახლავს მას და შეუთანხმდება კლიენ კომპანიას ერთობლივ მუშაობის გეგმაზე.

 

შემდგომ ეტაპზე აუდიტორების გუნდი უშუალოდ შემოწმებაზე გადადის. შესაძლებელია დასჭირდეს კომპანიის ფინანსებთან დაკავშირებული ყველა თანამშრომელთან გასაუბრება, მათ შორის მთავარ ბუღალტერთანაც.

 

აუდიტის ჩატარება კომპანიას საშუალებას აძლევს სამართლიანად და ობიექტურად წარადგინოს  საკუთარი მდგომარეობა დამფუძნებლების, ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე და მიიღოს მეტი ნდობა მათი მხრიდან.

 

ბოლო ეტაპზე ხდება დასკვნის შედგენა და დამტკიცება, კომპანიას გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა. აუდიტის დასკვნაში მოცემული კომპანიის ყველა ხარვეზი და რეკომენდაცია მათ გამოსასწორებლად.

583 ნახვა
28
იან 2020
საგადასახადო აუდიტი: როდის და რატომ არის საჭირო
საგადასახადო აუდიტი - ნებისმიერი კომპანიის ცხოვრებაში არც ისეთი სასიამოვნო მომენტია. თუმცა არსებობს გზა კომპანია მოემზადოს და თავი აარიდოს ჯარიმებს, ამისათვის კი საჭიროა დამოუკიდებელი შიდა აუდიტის ჩატარება: ნებისმიერი საგადასახადო პრობლემე ...
ვრცლად ნახვა
377 ნახვა
16
იან 2020
როდის არის საჭირო ფინანსური აუდიტი
ფინანსური პოლიტიკის ეფექტურობის და ხარისხის შესაფასებლად ორგანიზაციაში შეიძლება განხორციელდეს ფინანსური აუდიტი. აუდიტი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების შემოწმებას, ფინანსური საქმიანობის მდგომარეობის ანალიზსა ...
ვრცლად ნახვა