მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
749 ნახვა
28იან 2020
საგადასახადო აუდიტი: როდის და რატომ არის საჭირო

საგადასახადო აუდიტი - ნებისმიერი კომპანიის ცხოვრებაში არც ისეთი სასიამოვნო მომენტია. თუმცა არსებობს გზა კომპანია მოემზადოს და თავი აარიდოს ჯარიმებს, ამისათვის კი საჭიროა დამოუკიდებელი შიდა აუდიტის ჩატარება: ნებისმიერი საგადასახადო პრობლემებისა ან დოკუმენტაციებში უზუსტობების წინასწარ დადგენა და გამოსწორება.

 

საგადასახადო აუდიტი წარმოადგენს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო ვალდებულებების აღიარებისა და ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. ამისათვის აუდიტორული კომპანია ამოწმებს შესაბამის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის დროულობასა და სისწორეს, უზრუნველყოფს რისკის შეფასებასა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით კლიენტს უწევს კონსულტაციას.

 

საგადასახადო აუდიტის მიზანია კომპანია დაიცვას შესაძლო ჯარიმებისგან და კანონის დარღვევის შედეგად გათვალისწინებული სხვა სანქციებისგან. აუდიტორიული კომპანიები, რომელიც ახორციელებენ საგადასახადო აუდიტს, ამოწმებენ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას და ავლენენ შესაძლო უზუსტობებს, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კანონმდებლობას. ეს უზუსტობები შეიძლება გაჩნდეს ბუღალტრების არასაკმარისი პროფესიონალიზმის ან კანონში ხშირი ცვლილებების გამო.

 

საგადასახადო აუდიტის ჩატარება განსაკუთრებით მიზანშეწონილია მსხვილ კომპანიებში, სადაც დოკუმენტაციის დიდი მოცულობაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი უზუსტობები. თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესისათვის აუდიტი არანაკლებ საჭიროა სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით.

მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო აუდიტის მიზანია - ხარჯების ოპტიმიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიამ უნდა შეარჩიოს საგადასახადო შემოწმების ის ვარიანტი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში შეესაბამება კომპანიის საქმიანობას და ითვალისწინებს ბიზნესის სპეციფიკას.

 

ჩატარებული აუდიტის შედეგად წარდგენილ ანგარიშში მოყვანილი იქნება გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. შედეგად  - მინიმუმამდე მცირდება კომპანიის საგადასახადო რისკი, გადასახადების ოპტიმიზაცია კი სამომავლო ფინანსებს ზოგავს და  ამცირებს არასასურველ ხარჯებს.

102 ნახვა
23
ივლ 2020
ბუღალტრის როლი ორგანიზაციაში
ბუღალტერი ასრულებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც ბიზნესის, ორგანიზაციის თუ ნებისმიერი სახის კომპანიის ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტია. პროფესიონალი აგროვებს დოკუმენტებს, აკეთებს ჩანაწერებს და ანალიზს, ანხორციელებს ამა თუ იმ ტრანზაქციას და ამზად ...
ვრცლად ნახვა
89 ნახვა
23
ივლ 2020
ძირითადი იურიდიული რჩევები სტარტაპებისთვის
საკუთარი სტარტაპის წამოწყება უამრავი გამოწვევებით სავსე საქმეა. სანამ საქმეს შევუდგებით, თითოეული დეტალი დასაორგანიზებელია, რაც ალბათობას იმისა, რომ რაიმე გამოგვრჩეს, ზრდის. ამ პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყურადღებას საჭირო ...
ვრცლად ნახვა