მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
378 ნახვა
16იან 2020
როდის არის საჭირო ფინანსური აუდიტი

ფინანსური პოლიტიკის ეფექტურობის და ხარისხის შესაფასებლად ორგანიზაციაში შეიძლება განხორციელდეს ფინანსური აუდიტი. აუდიტი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების შემოწმებას, ფინანსური საქმიანობის მდგომარეობის ანალიზსა და ფინანსური პოლიტიკის გაუმჯობესების შემოთავაზების ფორმულირებას.

მნიშვნელოვანია აუდიტი შესრულდეს საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად და, ამავდროულად, მოერგოს კონკრეტული კომპანიის საქმიანობასა და საჭიროებებს.

 

მსოფლიოში უკვე უფრო მეტი და მეტი კომპანია ღებულობს გადაწყეტილებას ფინანსური აუდიტი მიანდოს ასეთი მომსახურების მომწოდებელ პროფესიონალ ფირმებს.

მიზანშეწონილია ფინანსური აუდიტი ჩატარდეს ხელმზღვანელობის შეცვლის, საკადრო ცვლილებებისა, კომპანიის მმართველ გუნდში ცვლილებების შემდეგ ან უშუალოდ ხელმძღავნელობის ინიციატივით.

 

აუდიტის ჩატარების პროცესში აუცილებებლია აუდიტორულ ფირმას საანგარიშო დოკუმენტაციებთან, ყველა ხელმოწერილ დოკუმენტთან და საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესთან ჰქონდეს წვდომა. კვალიფიცირებული სპეციალისტები შეაფასებენ ანგარიშგების სისწორეს, გამოავლენენ პრობლემებს და გაუწევენ კლიენტ კომპანიას  რეკომენდაციებს. 

 

ნებისმიერი კომპანიისთვის აუცილებელია ფინანსური აუდიტის გავლა ყოველ წელს ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების წარდგენამდე. ამისათვის კი უნდა მიმართონ ამ საქმეში სპეციალიზირებულ კომპანიას და შეუკვეთოთ შესაბამისი მომსახურება. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა არსებული დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ, მოხდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება.

 

ფინანსური მდგომარეობის შეფასების პროცესში შეისწავლება ანგარისგების სისწორე და სიზუსტე. ფინანსური აუდიტის დროს კომპანიას შეუძლია გაარკვიოს თუ რომელი ბიზნეს პროცესები არაეფექტურია და დროულად  მიექცეს ყურადღება სუსტ მხარეებს.

 

ფინანსური აუდიტის ჩატარების შედეგად ხელმძღვანელობა მიიღებს სრულ დასკვნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, და ასევე რეკომენდაციებს ბიზნესის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

389 ნახვა
13
თებ 2020
აუდიტორული მომსახურების ეტაპები
აუდიტორული მომსახურება ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და საქმიანობის სპეციფიკაზე. კომპანიას კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სერვისი: ფინანსური აუდიტი, საგადასა ...
ვრცლად ნახვა
583 ნახვა
28
იან 2020
საგადასახადო აუდიტი: როდის და რატომ არის საჭირო
საგადასახადო აუდიტი - ნებისმიერი კომპანიის ცხოვრებაში არც ისეთი სასიამოვნო მომენტია. თუმცა არსებობს გზა კომპანია მოემზადოს და თავი აარიდოს ჯარიმებს, ამისათვის კი საჭიროა დამოუკიდებელი შიდა აუდიტის ჩატარება: ნებისმიერი საგადასახადო პრობლემე ...
ვრცლად ნახვა