მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
318 ნახვა
20დეკ 2019
რატომ არის საჭირო იურიდიული კონსულტაცია

იურიდიულ საკითხებზე კონსულტაცია გულისხმობს საკმაოდ მჭიდრო და სანდო კავშირს იურიდიულ კომპანიასა და დამკვეთ კომპანიას შორის. ასეთი ურთიერთობის მიზანია სხვადასხვა გამოსავლის ყველა შესაძლებელი ვარიანტის ძიება, რომელიც მიმართულია არსებული სამართლებრივი პრობლემის მოსაგავრებლად.

 

იურიდიული საკონსულტაციო კომპანია კარგად ერკვევა როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკული რჩევების მიცემაში. ამის გარდა:

იურისტი ნებისმიერი სახის ინფორმაციას საფუძვლიან ანალიზს უკეთებს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მთლიანი სურათიდან გამოყოს მთავარი, იურიდიულად მნიშნველოვანი მომენტები.

იურისტი პროფესიონალურად  ერკვევა საკანონმდებლო დოკუმენტებში და სამართლებრივ პრაქტიკაში, რომ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას.

პირი, რომელმაც მიმართა ადვოკარს, არ არის იურისტი. ამიტომაც თუ იურისტმა პროფესიონალურ ენაზე დაუწყო ყველაფრის ახსნა, მეორე მხარე უბრალოდ ვერ მიხვდება. იურისტის სალაპარაკო ენა უნდა იყოს გასაგები და მარტივი, რომ კლიენტს ესმოდეს დეტალები.

ნებისმიერი ანალიზი გულისხმობს პროგნოზსაც. ადვოკატმა უნდა შეადგინოს ნებისმიერი შესაძლო შედეგის პროგნოზი. აუცილებელი ნებისმიერი დადებითი თუ უარყოფითი შედეგების წინასწარ განსაზღვრა და კლიენტის საქმის კურსში ჩაყენება. პრობლემის მოგვარების სამართლებრივი ასპექტების ნებისმიერი დეტალი სრულიად და მაქსიმალურად უნდა იყოს ახსნილი კლიენტისთვის.

 

ტექნიკურად კონსულტაცია რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  • მომზადება.
  • კლიენტთან უშუალოდ შეხვედრა. პრობლემის დეტალების გარკვევა .
  • კლიენთან პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა.
  • სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კონსულტაცია.
  • კონკრეტული მიზნის მისაღწევად სტრატეგიისა და ტაქტიკური სვლების შემუშავება.

 

„აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი“ (IGAL) გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც უზრუნველყოფილია საუკეთესო ხარისხით. ჩვენი გუნდის წევრები დაგეხმარებიან და რჩევას მოგცემენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხში, იქნება ეს საწარმოს რეგისტრაცია, კლიენტთან მოლაპარაკებების წარმოება თუ მიმდინარე კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი.

68 ნახვა
17
ივნ 2020
ძირითადი ფინანსური რჩევები სტარტაპებისთვის
ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი საქმიანობის წამოწყებისას. მთავარია, ამ კომპლექსურ გეგმას ადრეულ სტადიაზევე საკმარისი ყურადღება დავუთმოთ, რაც სამომავლოდ საქმეს შეგვიმსუბუქებს. სტარტაპის შემთხვევაშ ...
ვრცლად ნახვა
225 ნახვა
03
ივნ 2020
აუდიტის ისტორია, მნიშვნელობა და როლი
როდესაც უძველეს პროფესიებზე ვფიქრობთ, სავარაუდოდ გავიხსენებთ მუსიკოსს, მშენებელს, ექიმს, მეზღაპრეს ან მკერავს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დღესდღეობით მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც აუდიტია, ცივილიზაციის საწყის ეტაპზევე გვხვდება, ისევე როგ ...
ვრცლად ნახვა