მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
758 ნახვა
05დეკ 2019
უფასო საბუღალტრო და იურიდიული მომსახურება სტარტაპისთვის

თუ თქვენ ახლახანს წამოიწყეთ საქმე -  აუცილებლად გჭირდებათ საბუღალტრო და იურიდიული საკითხების სწორად წარმართვა, რაც სტარტაპისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ საგადასახადოსთან ან ბიზნეს სექტორთან ურთიერთობისას მოსალოდნელი გართულებები.

 

ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ ზრდასა და განვითარებაში, სწორად ამიტომ “აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი“ (IGAL) სტარტაპ ბიზნესებს სთავაზობს სამთვიან უფასო იურდიულ და საბუღალტრო მომსახურებას.

 

ჩვენ დაგეხმარებით იურიდიულად სწორად მოამზადოთ და დაამუშავოთ ხელშეკრულებებები, კონსულტაციას გაგიწევენ ბუღალტრული მენეჯერები და იურისტები. შეგიქმნით სამუშაო გარემოს, რომ თქვენმა კომპანიამ გამართულად იფუნქციონიროს.

 

ნებისმიერ კომპანიას, მითუმეტეს სტარტაპს, სჭირდება ზუსტად აღრიცხული ფინანსები. ყოველივე ეს სამომავლოდ ინვესტორებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვებას განაპირობებს, რაც ნებისმიერი სახის ბიზნესის უმთავრესი მიზანია.

 

ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი ხარჯაღრიცხვა და შეიმუშავოთ მომავალი გეგმები. აგიხსნით და დაგეხმარებით თქვენი მოთხოვნებსა და ვალდებულებებში გარკვევაში, საგადასახადოსთან და ბიზნეს სექტორთან სწორი ურთიერთობის წარმართვაში. 

 

ჩვენი მომსახურებით თქვენ ადვილად წარმართავთ საქმეს საქართველოში მოქმედი და არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს: არა მხოლოდ მოვაგვაროთ თქვენი ფინანსური და იურიდიული პრობლემები, არამედ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ისინი.

 

ჩვენ დავზოგავთ თქვენ დროს და ხარჯებს, დავიცვათ თქვენს ბიზნესს საგადასახადო და ფინანსური რისკებისგან.

აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი (IGAL)- მიზნები გვაერთიანებს

68 ნახვა
17
ივნ 2020
ძირითადი ფინანსური რჩევები სტარტაპებისთვის
ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ამოცანაა ახალი საქმიანობის წამოწყებისას. მთავარია, ამ კომპლექსურ გეგმას ადრეულ სტადიაზევე საკმარისი ყურადღება დავუთმოთ, რაც სამომავლოდ საქმეს შეგვიმსუბუქებს. სტარტაპის შემთხვევაშ ...
ვრცლად ნახვა
225 ნახვა
03
ივნ 2020
აუდიტის ისტორია, მნიშვნელობა და როლი
როდესაც უძველეს პროფესიებზე ვფიქრობთ, სავარაუდოდ გავიხსენებთ მუსიკოსს, მშენებელს, ექიმს, მეზღაპრეს ან მკერავს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დღესდღეობით მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც აუდიტია, ცივილიზაციის საწყის ეტაპზევე გვხვდება, ისევე როგ ...
ვრცლად ნახვა