მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
279 ნახვა
27სექ 2019
ბუღალტრული აღრიცხვის ისტორია

დღევანდელი ბუღალტრები თავიანთი საქმის ნამდვილი ოსტატები არიან, აქვთ ფინანსური განათლება და იციან კანონმდებლობა, თუმცა საინტერესოა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როდის ჩაეყარა საფუძველი ბუღალტრულ აღრიცხვას.

ყველაზე ადრეული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, დაახლოებით 7 000 წლის წინანდელი, ნაპოვნი იქნა ძველი მესოპოტამიის ნანგრევებში. იმ დროისთვის ადამიანები აღრიცხავდნენ მოსავლის და პირუტყვის ოდენობას. აღრიცხვის ტექნიკა რომელსაც ადრე იყენებდნენ დღესაც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ბუღალტრულ აღრიცხვაში, რაც გულისხმობდა თითოეულ სეზონზე მიღებული მოსავლის აღრიცხვას,  სიჭარბე იყო თუ დეფიციტი.

მოგვიანებით ფინანსური აღრიცხვა რომის იმპერიის მმართველობის დროს უფრო მეტად განვითარდა. იმ დროისთვის უკვე აღირიცხებოდა ხალხის განაწილება, მიწის გრანტები, ტაძრების მშენებლობა, გლადიატორების ღონისძიებებზე დახარჯული თანხები, სახელმწიფო შემოსავლები, თანხის ოდენობა ხაზინაში, გადასახადები და სხვა.

1494 წელს იტალიელმა მეცნიერმა და მათემატიკოსმა ლუკა პაჩიოლიმ, რომელიც დღეს აღიარებულია როგორც ბუღალტრული აღრიცხვის მამა, აღწერა ბუღალტერიის ორმაგი ჩანაწერის ძირითადი პრინციპები. დებეტის, კრედიტის და ბალანსის ცნება.

შუა საუკუნეების განმავლობაში ფულის გაცვლის ძირითადი ფორმა იყო ბარტერი, მაგრამ მე -13 საუკუნეში ევროპაში შეიცვალა ფულადი ეკონომიკა. ვაჭრებმა დაიწყეს ჩანაწერების გაკეთება მრავალჯერადი გარიგებების შესახებ. სწორედ აქედან იწყება ორმაგი ჩანაწერების პრაქტიკული გამოყენება. ეს არის საფუძველი იმის თუ დღეს როგორ ვიყენებთ და გვესმის ბუღალტრული აღრიცხვა.

დღესდღეობით უკვე არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები, აუდიტის რეგულაციები და ეთიკური სტანდარტები რომლის დაცვაც აუცილებელია.  თითოეულმა კომანიამ, ბიზნესმა, კორპორაციამ, მთავრობამ თუ ინდივიდმა უნდა გამოიყენოს ძრითადი საბუღალტრო პრინციპები მათი ყოველდღიური საქმიანობის დროს. ბუღალტრული აღრიცხვა არის ბიზნესის კეთების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.

157 ნახვა
03
აპრ 2020
რომელი საქმიანობები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში?
ახალი კორონავირუსით გამოწვეულპანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტის დეკრეტით მთავრობას მიეცა უფლება, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზო ...
ვრცლად ნახვა
504 ნახვა
13
თებ 2020
აუდიტორული მომსახურების ეტაპები
აუდიტორული მომსახურება ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და საქმიანობის სპეციფიკაზე. კომპანიას კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სერვისი: ფინანსური აუდიტი, საგადასა ...
ვრცლად ნახვა