მიზნები გვაერთიანებს
+995 322 950 500   info@igal.ge
ორშაბათი - პარასკევი10:00 - 18:00
288 ნახვა
27აგვ 2019
აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი  - International Group of Auditors and Lawyers (IGAL)

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ჩვენი, უკვე 30 კაციანი, გუნდი კომპანიას აძლევს საშუალებას  თავი თავდაჯერებულად იგრძნოს აუდიტორული მომსახურების ბაზარზე. ამ ყველაფერმა დადებითი გავლენა იქონია კომპანიის წინსვლისა და განვითარების საქმეში, რისი უშუალო შედეგიცაა ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი კლიენტების მნიშვნელოვანი ზრდა.

 

ჩვენმა კომპანიამ  პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა  3 000 000  ლარამდე გაზარდა. რაც იმის ზუსტი ინდიკატორია, რომ  კლიენტებს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მაქსიმალურად ვიცავთ  ფინანსური ზიანისგან. ამ მაჩვენებლით ჩვენი კომპანია შესულია საქართველოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების ათეულში.

 

ჩვენი კომპანიას, რომლის მართველი პარტნიორია მალხაზ უჯმაჯურიძე, რომელიც  სერტიფიცირებული აუდიტორია, მინიჭებული აქვს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების განხორციელების უფლებამოსილება და აქვს 32 წლიანი გამოცდილება გადასახადებში, ბუღალტერიაში, აუდიტსა და ფინანსებში, 19 აგვისტოდან დაემატა ორი ახალი პარტნიორი: ზვიად გელაძე, რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება იურიდიულ, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში და გრიგოლ ხვედელიძე, რომელიც არის სერთიფიცირებული აუდიტორი და 20 წელია წარმატებით მოღვაწეობს საგადასახადო აუდიტსა და ბუღალტერიაში. მათი გამოცდილება და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება დიდ წარმატებებს მოუტანს ჩვენს კომპანიას.

 

ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ გაიხსნა ჩვენი ფილიალი ბათუმში, რომლის ხელმძღვანელია მურადი ღორჯომელაძე. მას აქვს 21 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტსა და ბუღალტერიაში.

 

2019 წლის 19 აგვისტოდან განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი და საფირმო სახელწოდების ცვლილება.  ჩვენი კომპანიის სახელწოდებაა:  შპს აუდიტორთა და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფი“  - International Group of Auditors and Lawyers (IGAL).

 

„International Group of Auditors and Lawyers „-ის მიზანი კი უცვლელია  -  ხარისხიანი მომსახურების მოწოდება და კლიენტი-კომპანიების განვითარება და წინსვლა. 

 

კომპანიის მთავარ სლოგანად რჩება „მიზნები გვაერთიანებს“, რაც ზუსტად ასახავს  ჩვენი და ჩვენი კლიენტების საერთო მიზნებს, რაც გულისხმობს დამკვეთების პრობლემების მოგვარებას და სამომავლოდ მათი თავიდან აცილებას, ფინანსურ წინსვლასა და განვითარებას.

157 ნახვა
03
აპრ 2020
რომელი საქმიანობები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში?
ახალი კორონავირუსით გამოწვეულპანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტის დეკრეტით მთავრობას მიეცა უფლება, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზო ...
ვრცლად ნახვა
504 ნახვა
13
თებ 2020
აუდიტორული მომსახურების ეტაპები
აუდიტორული მომსახურება ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და საქმიანობის სპეციფიკაზე. კომპანიას კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სერვისი: ფინანსური აუდიტი, საგადასა ...
ვრცლად ნახვა