როგორ დავიცვათ ბიზნესი
ბიზნესის დაწყებისას მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, არა მხოლოდ იდეებსა და განვითარებაზე, არამედ მის უსაფრთხოებაზე. იურიდიული მხარე საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ბიზნესის პროცესების წარმართვაში და მის გაუმართაობას სავალალო შედეგამდე მიყვანა შეუძლია. IGAL მოგცემთ რჩევებს თუ როგორ დავიცვათ ბიზნესი.
ფრთხილად შეარჩიეთ დასაქმებულები და პარტნირები
მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ კოლეგები, განსაკუთრებით, თუ მათ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან ან ფინანსებთან უწევთ შეხება. დამსაქმებელმა კარგად უნდა გამოიკვლიოს ამ პოზიციის ადამიანის საქმიანი წარსული და არ უგულველყოს საეჭვო ქცევა. აღსანიშნავია, სხვადასხვა კუთხით დისკრიმინაცა ან ნეპოტიზმი, რამაც შეუძლია ბზარი გააჩინოს არამხოლოდ მორალური, არამედ ბიზნესის რეპუტაციის კუთხით.
ასევე, უყურადღებოდ არ რჩება, თუ ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. ისინი უნდა იზიარებდნენ ჩვენს ღირებულებებს და ბაზარზე სუფთა რეპუტაციით სარგებლობდნენ, რადგან ამ სფეროში მარტივია, ვასოცირდებოდეთ ერთი-მეორესთან. ზედმეტ მოგებას, ყოველთვის მშვიდი და სტაბილური მომავალი ჯობს.
ითანამშრომლეთ იურისტთან და იცოდეთ კანონი
კომპანიის მიზნების და ზომიდან გამომდინარე, თქვენ შესაძლოა უკვე გყავთ იურისტი, ვინც ამ საკითხებს მოგიგვარებთ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ დეტალები IGAL-ის იურისტთან, რომელიც დარწმუნდება რომ თქვენი საქმიანობის თითოეული ნაბიჯი კანონიერია, რაც თავიდან აგაცილებთ სამომავლო ხარჯებს დარღვევების შემთხვევაში. შემთხვევითი დანაშაულიც დანაშაულად ითვლება.
დაიცავით ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თავიდან აგაცილებთ დავას, რასაც უზარმაზარი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსები სჭირდება.
შეარჩიეთ საიმედო სადაზღვევო კომპანია
შეარჩიეთ თქვენთვის შესაბამისი სადაზღვევო პაკეტი თქვენი თანამშრომლებისთვის, პროდუქტისთვის, სერვისებისთვის და სხვა მიმართულებით. პაკეტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს საქმიანობაზე და კომპანიის სიდიდეზე.
დაიცავით კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია
დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები უსაფრთხო ადგილასაა შენახული, იქნება ეს ღრუბლოვანი მეხსიერებაზე ატვირთული ფაილები თუ ფიზიკური დოკუმენტები. მნიშვნელოვანი ფაილის დაკარგვას დიდი აურზაურის გამოწვევა შეუძლია კლიენტებთან, პარტნიორებთან თუ იურიდიულ ორგანოებთან მიმართებაში.
IGAl-ის გამოცდილება და მრავამლხრივი პროფესიონალებისგან შექმნილი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესის პროცესების მართვაში და თქვენი კომპანიის დაცვაში.